მარკ ჰულსტი: ქართველი მიგრანტების ტრეფიკინგის შემთხვევები შემცირდა | მსოფლიოს ამბები | ||
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ ჰულსტის ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტთა ზუსტი რიცხვი უცნობია. „ქართველი ემიგრანტების აღრიცხვა არ ხორციელდება, საელჩოებში ასევე არ წარმოებს მათი რეგისტრაცია. 2009 წელს ქართველი მიგრანტების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა. საქართველოს 400 129 მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, თავშესაფარი მიეღოთ პოლონეთში. ამ ადამიანების 99%-მა უარი მიიღო“, - აღნიშნა მან. რაც შეეხება ტრეფიკინგს, ჰულსტის ცნობებით, ტრეფიკინგის შემთხვევები სხვადასხვა ფაქტორის გამო შემცირდა. ხალხი უფრო ინფორმირებული გახდა და ადვილად აღარ ენდობა ცალკეულ საშუამავლო ფირმებს. მართალია თურქეთში ოჯახის ძიძის სტატუსში მიმავალ ქართველებს წარმოეშობათ პრობლემები, მაგრამ იურიდიული განმარტებებით, ეს პრობლემები არ კვალიფიცირდება როგორც ტრეფიკინგი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1328.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 თებ. 2011, 12:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.