საქართველოში დანაშაულებრიობის დონის შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში დანაშაულებრიობის დონის შემცირების ტენდენცია 2010 წელსაც შენარჩუნდა. ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. 2010 წელს საქართველოში 34 739 დანაშაული მოხდა, მათგან 17 101 გაიხსნა. შედარებისათვის: 2009 წელს 35 949 დანაშაულიდან 17 659 გაიხსნა, 2008 წელს - 44 644-დან 20 934 გაიხსნა, ხოლო 2007 წელს დარეგისტრირებული 57 746 დანაშაულიდან გაიხსნა 20 746. სტატისტიკის თანახმად, ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე რთული პერიოდი 2006 წელი იყო - ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა 62 283 დანაშაულს და მხოლოდ 18 207 გაიხსნა. თუ ბოლო 4 წლის მაჩვენებლებს ავიღებთ, დავინახავთ, რომ დანაშაულთა რიცხვი 27 544-ით შემცირდა, ხოლო გახსნადობა 20-ით გაიზარდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასული წელი დანაშაულებრიობის დონის შემცირების თვალსაზრისით გარდატეხის წელი გახლდათ. ჩვენი მაჩვენებელი უკვე უახლოვდება გერმანიის მაჩვენებელს და ბევრად აჭარბებს მრავალი, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1327.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 თებ. 2011, 11:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.