ავღანეთში დაღუბული ჯარისკაცი კაპრალი გიორგი ავალიანი აღმოჩნდა | საქართველოს ამბები | ||
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი აღმოჩნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გიორგი ავალიანი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ნაღმის აფეთქების შედეგად კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე დაიჭრა. ისინი გელმანდის პროვინიციაში მსახურობდნენ. დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი. გიორგი ავალიანი სამხედრო ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. მას გამოჩენილი სამხედრო სიმამაცისათვის ჯილდო ჰქონდა გმინიჭებული. ავღანეთში დაღუპული მეომრების რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. საერთი ჯამში ავღანეთში დაიღუპა შემდეგი მეომრები : მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი. 31-ე ბატალიონის მეთაური მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი კი 30 სექტემბერს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1325.html
| |||
განათავსა - Legatuss | 22 თებ. 2011, 11:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.