სსს-ს ლიბიაში მყოფი ქართველების შესახებ არანაირ ონფორმაციას არ ფლობს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში მყოფი ქართველი მოქალაქეების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. "საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ლიბიიდან ჯერ არავის მიუმართავს დახმარებისათვის" - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესს-სამსახურმა. შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს დაწყებული საპროტესტო აქცია მუამმარა კადაფის და ჩინოვნიკების გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიცისა და ჯარს შორის სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბრძოლო ძალები მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე იარაღს, მათ შორის რაკეტებსაც იყენებს. ადამიანთა უფლებები დაცვის ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მონაცემებით, ამ დღეების განმავლოვაში ლიბიაში 233 ადამიანი დაიღუპა. საქართველომ და ლიბიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ოფიციალურ თბილისს ამ ქვეყანაში დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა არ გააჩნია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1321.html
| |||
განათავსა - Legatuss | 22 თებ. 2011, 10:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.