საქართველოში პირველკლასელთა მიღების წესი იქნა შემუშავებული | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო 1 მარტიდან 15 მაისამდე საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს. ამასთან დაკავშირებით დიმიტრი შაშკინმა დღეს ბრიფინგი ჩაატარა. 2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი სრულიად შეიცვლება. პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელიმისაწვდომი გახდება. პირველად საქართველოში პირველკლასელთა განცხადებების მიღების ვადები იქნა განსაზღვრული. ამ ვადის დაწყებამდე ან დასრულების შემდგომ პირველკლასელთა მშობლების განცხადებები აღარ მიიღება. სამინისტორს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტამდე ჩატარდება იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელთა მშობლები ასწავლიან, ან ამ სკოლაში სწავლობენ მათი ძმები ან დები. ყველა სხვა პირველკლასელისათვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისამდე ჩატარდება. იმასათვის რომ, ბავშვმაა 15 სექტემბერს პერსონალური კომპიუტერი საჩუქრად მიიღოს, აუცლებელია მშობლებმა დროულად მიმართონ არჩეულ სკოლას და დარეგისტრირდნენ არა უგვიანეს 15 მაისისა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1314.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 თებ. 2011, 14:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.