სააკაშვილი: საქართველოს არ შეუძლია ამერიკის ხელახლა აღმოჩენა, მაგრამ უნდა გადმოიღოს მისი გამოცდილება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის დასავლეთ რეგიონს ესტუმრა და პირადად გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას სიმინდის ჰიბრიდული ჯიშების პრიორიტეტები, იტყობინება „GHN“. „ჩვენ სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი რესურსი გვაქვს და კარგი აგრომსარეწველო კომპლექსის შექმნა შეგვიძლია. თუ ჩვენ თავად ვერ შევძლებთ საკუთარი თავის გამოკვებას, მაშინ სხვა ქვეყნებზე ვიქნებით დამოკიდებული. შეუძლებელია მუდამ ნერვულ მდგომარეობაში ყოფნა. უნდა გვქონდეს ჩვენი, და თუ მსოფლიოში გაუარესდება სიტუაცია, მოგების მიღებასაც კი შევძლებთ“, - თქვა სააკაშვილმა სოფელ აცერას მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, საქართველო ინდუსტრიაში ახალი ამერიკის აღმოჩენას ვერ შეძლებს, მაგრამ სხვა ქვეყნების მაგალითები და გამოცდილება უნდა გადმოიღოს. „თუ ხვალ მსოფლიო ბაზარს გაგვიხსნიან, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყიდად. ჩვენ ვერ შევძლებთ ამერიკის ხელახლა აღმოჩენას, მაგრამ უნდა გადმოვიღოთ ყველაფერი, რაც მათ უკვე იციან“, - თქვა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მარტიდან დაიწყება სიმინდის ჰიბრიდული ჯიშების დარიგება, რომლებიც სამჯერ უკეთეს მოსავალს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი სიმინდი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1310.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 თებ. 2011, 13:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.