მსოფლიო ბანკი: საქართველო ინვესტირებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო ინვესტირებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ გამოკვლევაში. დოკუმენტი სახელწოდებით „ინვესტირება საზღვრებს გარეშე“ 87 ქვეყნის ეკონომიკას აფასებს. გამოკვლევა შესაძლებლობას აძლევს უცხოურ კომპანიებს განსაზღვრონ, რამდენად მისაწვდომია ინვესტირება ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოსთან დაკავშირებით ბანკის ექსპერტები წერენ, რომ ქვეყანაში არაა მონოპოლიები, ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემები და ინვესტირება ყველა სექტორშია შესაძლებელი. მაგალითისათვის მოყვანილია უცხოური კომპანიის რეგისტრაციის შესაძლებლობა 4 დღის განმავლობაში, 4 პროცედურის გავლის შემდეგ, ასევე გამარტივებული მიწის საკუთრებაში მიღების პროცედურები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1306.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 თებ. 2011, 11:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.