სომალიელი მეკობრეები ქართველ მეზღვაურებს სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გაუშვებენ | მსოფლიოს ამბები | ||
სომალიელი მეკობრეები მძევლად აყვანილ 13 ქართველ მეზღვაურს სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გაუშვებენ. როგორც კავკაზ-პრესს ერთ-ერთი მეზღვაურის მამამ - სერგო დევაძემ შეატყობინა, ბერძენმა გემის პატრონმა პირობა დადო, რომ თებერვლის ბოლოსათვის გაათავისუფლებს ტყვეებს. საქართველოს მეზღვაურთა ასოციაციის თავმჯდომარის ანატოლი ჩიჯავაძის თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებას თვის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ. „მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია წარმოებს და, სავარაუდოდ, ჩვენი მეზღვაურები სახლში თებერვლის ბოლოს დაბრუნდებიან. ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა შემიძლია“, - განაცხადა მან. 13 ქართველი მეზღვაური ბერძნული გემის ეკიპაჟის რიცხში სომალელ მეკობრეებს ტყვედ ჩაუვარდნენ 2010 წლის აგვისტოში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1305.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 თებ. 2011, 11:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.