დუშეთისა და თიანეთის რაიონებში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია | საქართველოს ამბები | ||
ბოლო დღეების ინტენსიური თოვლიანობის გამო თიანეთის რაიონში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. თიანეთი-ჟინვალის მონაკვეთზე გზის გაწმენდის მიზნით სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. აქ თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. თოვლით ბლოკირებულია ასევე გზები დუშეთის რაიონის ორ სოფელთან: უკანა ფშავთან და ჭონქაძესთან. როგორც კავკაზ-პრესს მცხეთა-მთიანეთის რაიონის ადმინისტრაციაში შეატყობინეს, ზოგიერთ სოფელში მაღალი გამავლობის მანქანებითაც კი შეუძლებელია მისვლა. ორივე რაიონში სამაშველო სამსახურები და ტექნიკაა მობილიზებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1301.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 თებ. 2011, 10:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.