მუბარაქს შვეიცარიის ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი აღმოაჩნდა | მსოფლიოს ამბები | ||
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქისა და მისი გარემოცვის შვეიცარიის ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ კვირას, 20 თებერვალს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა შტეფან ფონ ბელოუმ (Stefan von Below) განაცხადა. „ჩვენთვის ჯერ უცნობია, ეს ფული მიღებულია კანონიერი ოპერაციების შედეგად თუ არა“, - განაცხადა ფონ ბელოუმ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ ანგარიშებზე არსებული თანხები დანაშაულებრივი გზითაა მიღებული, ფულის ბედს „კომპეტენტური სასამართლო ორგანოები“ დაადგენენ. ყოფილი ეგვიპტელი მოხელეებისა და მუბარაქის ნათესავების ანგარიშების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასცეს ბანკებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, ასეთ შემთხვევებში ფულის კუთვნილობა დაადგინონ. ეგვიპტისა და მისი თანამოსაგრეების ანგარიშები შვეიცარიაში გაყინულ იქნა 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქის გადადგომიდან რამდენიმე საათში. ეს სულ 12 ადამიანს შეეხო: თავად მუბარაქს, მის უახლოეს ნათესავებსა და ოთხ ექს-მინისტრს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1300.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 თებ. 2011, 10:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.