იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შერჩევაში საზოგადოებაც მიიღებს მონაწილეობას | საქართველოს ამბები | ||
სასამართლო ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების შერჩევას, საუკეთესო და ღირსეული კანდიდატების შერჩევის პროცესში, ამიერიდან, საზოგადოებაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. დღეიდან უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ.გვერდზე განთავსდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა მონაცემები და საზოგადოების თვითეულ წევრს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს სკოლის მსმენელების და შესაბამისად, მომავალი მოსამართლეების არჩევაში. კანონის თანახმად, მოსამართლედ გამწესებისთვის აუცილებელია, რომ პირს დამთავრებული ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამოსამართლო სწავლების სრული კურსი. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის არჩევით კი თქვენ მომავალ მოსამართლეს ირჩევთ. გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების შერჩევის პროცესში და მოგვაწოდოთ ინფორმაცია კანდიდატთა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადდა სპეციალური დებულება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს შერჩევის იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც მოსამართლეობის, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. წყარო - supremecourt.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_130.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 20:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.