მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალბატონის ქმარი 15 წლით გაასამართლეს | საქართველოს ამბები | ||
15 წელი ციხე მიუსაჯეს მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალბატონის ბაბუცა გორდაძის ქმარს ელდარ დავითიანს. როგორც კავკაზ-პრესს გორდაძის ნათესავებმა შეატყობინეს, იგი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში ნარკოტიკების კონტრაბანდისათვის დააკავეს და მას სივდილით დასჯა ემუქრება. მისი ქმარი ჩაბარდა საქართველოს პოლიციას და ამტკიცებდა, რომ გორდაძემ არ იცოდა, რომ სურათების ჩარჩოებში ნარკოტიკები გადაჰქონდა. ქართულმა სასამართლომ დავითიანი დამნაშავედ აღიარა. მალაიზიაში კი სასამართლო პროცესი თებერვლის ბოლოს ჩატარდება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მალაიზიის სასამართლო ყურადღების ქვეშ მიიღებს თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას და უდანაშაულოდ აღიარებს ბაბუცა გორდაძეს, ასევე მასთან ერთად ამავე საქმისათვის დაკავებულ კოხტაშვილს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1299.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 თებ. 2011, 10:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.