კახეთის მიმართულებით საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია | საქართველოს ამბები | ||
დიდთოვლობის გამო კახეთის მიმართულებით საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის ნუგზარ გასვიანმა განცხადებით, კახეთში თბილისი-ბაკურციხის მიმართულებით მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, ხოლო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების არის დაშვებული. რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, გასვიანის ინფორმაციით მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ნებადართულია, ასევე შეუზღუდავად ხორციელდება მოძრაობა ბაკურიანის მიმართულებით, ხოლო გუდაურში მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული. მისივე თქმით, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია და სპეციალური ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1293.html
| |||
განათავსა - burdzgla77 | 20 თებ. 2011, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.