ათონელი ბერები ილია II-სთან ერთად თანამსახურებით საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 20 თებერვალს, საქართველოში მეგობრული ვიზიტით მყოფი ათონის წმინდა მთის ბერები ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად თანამსახურებით აღავლენენ საღმრთო ლიტურგიას. ათონელი ბერები საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდნენ. სტუმრებს შორის არიან: ვატოპედის მონასტრს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები _ ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ); მათ თან ახლავთ ორი საერო პირი: ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი. ათონელი ბერები საქართველოში 10 დღეს დაჰყოფენ და საქართველოს სიწმინდეებს მოილოცებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1292.html
| |||
განათავსა - burdzgla77 | 20 თებ. 2011, 10:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.