ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდის თემაზე პრეზენტაცია გაიმართება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
15 ნოემბერს, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, სასტუმრო "რედისონში" პროექტის - "საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა" - პრეზენტაციას გამართავს. პროექტი განხორციელდა ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-სა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების BTC CO, SCP CO, ბანკის HSBC მიერ და რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა (EPF). საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად დაასრულა ზემოხსენებული პროექტი, რომელშიც განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ჰელიოსისტემები თუშეთის საოჯახო სასტუმროებისთვის, ტრეინინგები საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისთვის, საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟება, ახალგაზრდა რეინჯერთა ბანაკების ორგანიზება და ბეჭდური მასალის დამზადება. ღონისძიებაზე მოწვეულია ეკონომიკისადამდგრადი განვითარების მინისტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი, ექსპო ჯორჯია, საფრანგეთის ბიზნესსაბჭო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ასოციაციის წევრი და პარტნიორი ტურისტული კომპანიები და ასოციაციები (Adjara TA, Guria TA, Abastumani TA, GITOA), Geo Land, დონორი ორგანიზაციები: (EPF, GTZ, SDC, USAID, CHF, AmCham, BP), მედია. პროექტი "საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა" რეგიონალური ტურიზმის განვითარებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას დაცულ ტერიტორიებზე. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_129.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 19:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.