კატარელ ბიზნესმენებს საქართველოში ტურიზმი, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა აინტერესებთ | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 13-16 თებერვალს საქმიანი ვიზიტით კატარი მოინახულა. როგორც ამ ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, კატარსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს „აირ კატარი“ განახორციელებს. როგორც 14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, კატარელი ბიზნესმენები ასევე ქვეყნის ენერგეტიკური სექტორით არიან დაინტერესებულნი. „შესაძლოა, კატარელი ბიზნესმენები ენერგეტიკულ სფეროში რამდენიმე პროექტს განახორციელებენ. საუბარი ძალიან საინტერესო ინვესტიციებზეა. კატარს მოსწონს ჩვენი საინვესტიციო კლიმატი და მათ უკვე რამდენიმე წინადადება შემოგვთავაზეს“, - განაცხადა მან. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილული კატარში 21-22 თებერვალს, სადაც ამისათვის გაეგმზავრება ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მეთაურობით. დაზუსტებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კატარის ამირთან, შეიხთან ჰამად ბინ ჰალიფ ალისთან. საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო უკვე მეორე წელია კატარული ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. ამ მიზნით 2009 წელს დოჰაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მაშინ საუბარი მიდიოდა საქართველოში 1 მლნ დოლარის ოდენობის შესაძლო ინვესტიციაზე, ასევე კატარში ქართული მანდარინისა და ცხვრების ექსპორტზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1288.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 თებ. 2011, 14:50 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.