გარიგება Nokia-სა და Microsoft-ს შორის აპრილამდე არ გაფორმდება | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
ილოპმა არ გამორიცხა, რომ შეთანხმების გაფორმება შესაძლოა უფრო გვიანაც კი მოხდეს. ამასთან ერთად, მას არ განუცხადებია, რა მიზეზებს შეუძლია გავლენის მოხდენა კომპანიებს შორის შეთანხმების საბოლოო გაფორმების გადატანაზე. Nokia-სა და Microsoft-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე 11 თებერვალს გახდა ცნობილი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, Nokia გამოუშვებს სმარტფონებს Windows Phone-ის პლატფორმაზე. ამასთან, Microsoft-ის მობილური ოპერაციული სისტემა ძირითადი პლატფორმა გახდება მსოფლიოში მობილური ტელეფონების უმსხვილესი მწარმოებისათვის. Symbian-დან (რომლის ბაზაზეც Nokia მობილურ ტელეფონებს უშვებს ამჟამად) Windows Phone-ზე საბოლოო გადასვლისათვის კომპანიამ ორი წელი გამოყო. ამასთანავე, კომპანია ჯერ არ ამბობს, როდის გამოჩნდება ბაზარზე Nokia-ს პირველი სმარტფონი Windows Phone-ის პლატფორმაზე. ამასთან ერთად, მსგავსი მოწყობილობის პროტოტიპი უკვე წარდგენილია MWC-ის გამოფენაზე. ბაზრის რეაქცია ამ გარიგებასთან დაკავშირებით ნეგატიური იყო. ამგვარად, Nokia-ს აქციათა კოტირებები 20-ზე მეტი პროცენტით შემცირდა და 12-წლიან მინიმუმს მიაღწია. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1286.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 თებ. 2011, 13:26 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.