აშშ-ის ზოგიერთმა შტატმა საკუთარი ვალუტის შემოღების წინადადება წამოაყენა | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ში სამხრეთ კაროლინის შტატის სენატორმა ლი ბრაიტმა მიმოქცევაში ახალი საკუთარი ვალუტის შემოღება შემოთავაზა. როგორც РБК იუწყება, ამ წინადადების მომხრე ბევრია, ვინაიდან, მათი აზრით, ფინანსური კრიზისის შემთხვევაში ახალი ფული საშუალებას მისცემს შტატს, სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებს აარიდოს თავი. „ვინაიდან ხალხი დოლართან მიმართებაში რწმენას კარგავს, უმჯობესია, თუ თავს დავიზღვევთ“, - განაცხადა ლი ბრაიტმა. სენატორის ინიციატივა სავსებით განხორციელებადია, ვინაიდან, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, შტატში შეიძლება საკუთარი ვალუტა მიმოიქცეოდეს. თუ ამ წინადადებას ხორცი შეესხმება, მაშინ ბრუნვაში ვერცხლისა და ოქროს მონეტები გაჩნდება. სამხრეთ კაროლინა კი პირველი შტატი გახდება, სადაც ლითონის ღირებულებასთან მიბმული ვალუტა გაჩნდება. მსგავსი წინადადებით, ფინანსური სისტემის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე გამოდიოდნენ ვირჯინიის, ჯორჯიისა და მისურის კანონმდებლები. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1285.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 თებ. 2011, 11:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.