ვაშინგტონში ჩატარდა კონფერენცია „აშშ-ის სტრატეგია სამხრეთ კავკასიისა და კასპის მიმართ | მსოფლიოს ამბები | ||
პარასკევს ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო გამოკვლევების ცენტრში - წამყვან ვაშინგტონურ „გონებრივ ტრესტ“ CSIS-ში ჩატარდა კონფერენცია „აშშ-ის სტრატეგია სამხრეთ კავკასიისა და კასპის მიმართ“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვანმა პოლიტოლოგებმა, ასევე ოფიციალურმა პირებმა სამხრეთკავკასიური ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ევრაზიისა და საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის პრობლემების ფონდ „მემკვიდრეობის“ წამყვანმა ექსპერტმა არიელ კოენმა (Ariel Cohen), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ლოს-ანჟელესში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ელინ სულეიმანოვმა, რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა, ენერგეტიკის ექსპერტემა გრეგ სანდერსმა, აშშ-ის სამხედრო კოლეჯის პეოფესორმა სტივენ ბლანკმა (Stephen Blank) და სხვა ექსპერტებმა. კონფერენციის მთავარი განხილვის თემები გახდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, თითოეული მოთამაშის როლი რეგიონში, რეგიონის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და სხვ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1283.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 თებ. 2011, 11:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.