„საქართველოს ბანკმა“ უკრაინაში თავისი შვილობილი ბანკის აქციათა 80% გაყიდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
18 თებერვალს „საქართველოს ბანკმა“ განაცხადა, რომ 9.6 მლნ დოლარად უკრაინაში თავისი შვილობილი არარენტაბელური ბანკის აქციათა 80% გაყიდა. „საქართველოს ბანკის“ განცხადებით, ბანკ BG Bank-ში იგი 19.4% აქციების შენარჩუნებას გეგმავს. „საქართველოს ბანკმა“ 2007 წლის ოქტომბერში 81.7 მლნ აშშ დოლარად შეიძინა წილის 98.77% BG Bank-ში. მაშინ ბანკს ერქვა „განვითარებისა და პარტნიორობის უნივერსალური ბანკი“. „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ უკრაინაში წამგებიანი ბანკის გაყიდვამ საშუალებას მისცა „საქართველოს ბანკს“ თავი აარიდოს დამატებითი ინვესტიციების ჩადების აუცილებლობას და ეს „საქართველოს ბანკს“ საკუთარი ეფექტურობის გაზრდის საშუალებას მისცემს. მისივე თქმით, უკრაინული ბანკის გაყიდვით „საქართველოს ბანკი“ შესაძლებლობას მიიღებს, მთლიანად გადაიტანოს აქცენტი საქართველოს შიდა ბაზარზე, რაც ბანკის სტრატეგიას შეესაბამება, ვინაიდან იგი აღარ აპირებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. „საქართველოს ბანკის“ განცხადებით, BG Bank-ში წილის 80% „რამდენიმე უკრაინული პირისათვის“ იქნა გაყიდული და ბანკმა 5 მლნ დოლარი მიიღო, დანარჩენი თანხა კი მიმდინარე წელს იქნება გადახდილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1280.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 თებ. 2011, 11:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.