კონტროლის პალატა ხვალ დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ხვდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ხვალ, 10 ნოემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს კონტროლის პალატა დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ხვდება. კონტროლის პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ და შეაფასებენ კონტროლის პალატასთან ერთად სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებს, როგორებიცაა ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია, კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და შიდა და გარე კომუნიკაციების პოლიტიკა. ასევე წარმოდგენილ იქნება 2010 - 2012 წლების განახლებული სტრატეგიული გეგმა, რათა დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და სფეროები გამოიკვეთოს. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_128.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 19:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.