სააკაშვილი: საქართველოში ხორბლის ტერმინალის შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს | საქართველოს ამბები | ||
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხორბლის ტერმინალის მშენებლობას რეგიონალური განვითარებისათვის აუცილებლად მიიჩნევს. თბილისში ფქვილის წისქვილში ვიზიტის დროს, ხელისუფლების ხემძღვანელი დაინტერესდა, ხორბლის ტერმინალის მშენებლობას საქართველოსთვის რამდენად აქვს რეგიონალური მნიშვნელობა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოში კიდევ 4 ფქვილის წისქვილია, მაგრამ მათ შორის არცერთი არ არის რეგიონალური მასშტაბის." მაგრამ არსებობს პროექტი, რომლის შესაბამისად, ტერმინალი ფოთში უნდა აშენდეს."–აღნიშნა მან. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში რეგიონალური მასშტაბის ხორბლის ტერმინალი იარსებებს, მაშინ სახელმწიფო საკვებით უზრუნველყოფილი იქნება. " კარგი ისაა, რომ როდესაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე აღმოვჩნდებით, ამით ქვეყანა მოგებას მიიღებს და ჩვენ მსხვერპლის როლში აღარ ვიქნებით. ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, ჩვენ არა მხოლოდ საქართველო. არამედ კავკასია, შავი ზღვის სანაპირო და ცენტრალური აზიის ქვეყნების ნაწილი უნდა ვუზრუნველყოთ ხორბლით"–განაცხადა სააკაშვილმა. უკვე რამოდენიმე წელია, რაც საქართველო ყაზახეთთან ხორბლის ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1270.html
| |||
განათავსა - Legatuss | 18 თებ. 2011, 14:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.