კომპანია warner brothers ბრიტანულ სტუდიას ყიდულობს | მსოფლიოს ამბები | ||
კინოკომპანია warner brothers–მა განაცხადა ბრიტანული სტუდიის, Leavesden Studios, ყიდვის შესახებ, რომლის ბაზაზეც გადაღებული იქნა ჰარი პოტერის ყველა სერია. კინოკომპანია warner brothers უახლოეს მომავალში აპირებს Leavesden Studios გაფართოების მიზნით 160 მილიონი დოლარის გამოყოფას. ამერიკული კომპანიის გეგმის მიხედვით, ეს ინვესტიციები სტუდიას 1.5 ათასიანი შტატის კიდევ 300 თანამშრომლით გაფართოების საშუალებას მისცემს. რიგი ექსპერტების აზრით, ამერიკული კომპანიის ეს განცხადება ბრიტანულ კინოსტუდიას სასარგებლოდ წაადგება, განსაკუთრებით ბრიტანული კინოს ფინანსური მხარდამჭერი ორგანიზაციის UK Film Council დახურვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ახალი ფილმის " ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი–ნაწილი I" პრემიერა შედგება დიდ ბრიტანეთში 11 ნოემბერს, ხოლო კინოგაქირავება 19 ნოემბრიდან დაიწყება. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_127.html
| |||
განათავსა - nanikochanturidze | 09 ნოემ. 2010, 19:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.