გრანტ ვარდანიანი: ბევრი რუს ბიზნესმენს საქართველოში ინვესტიცის ჩადება სურს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო ძალიან ცნობილი ქვეყანაა და ბიზნესმენებს იზიდავს. ამის შესახებ სომხეთის უმსხვილესი კომაპნიის "გრანდ ჰოლდინგის" მეპატრონემ, ცნობილმა ბიზნესმენმა გრანტ ვარდანიანმა განაცხადა "Коммерсант.ge"–ის ინტერვიუში. მისი განცხადებით, ბევრი სომეხი მეწარმე სომხეთის პარალელურად საქართველოში ინვესტიცის ჩადებას ცდილობს. " თქვენთან ბიზნესმენბი კიდევ სხვა ბევრი ქვეყნიდან მოვა"–აღნიშნა მან. "ბევრ რუს ბიზნესმენს სურს თქვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება, საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირი რომ ჰქონდეს, მაშინ ბვერი რუსი ბიზნესმენი თქვენს ქვეყანაში ინსვეტიციების ჩადებას გაბედავდა,"–აღნიშნა სომეხმა მაგნატმა. მისი განცხადებით, უკვე 5 წელია რაც კომპანია"გრანტ ჰოლდინგი" საქართველოში ფუნქციონირებს. "მიმდინარე წელს მისი მოცულობის გაზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იგეგმება, რაზეც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაიხარჯება. ამ თანხით სიგარეტების ახალ კონვეიერს შევქმნით. უფრო მეტ ინვესტიციებს მომავალ წელს განვახორციელებთ. რაც შეეხება სომხეთში არსებულ ბიზნეს, მე მის დახურვას არ ვაპირებ, ასევე არ ვგეგმავ რუსეთში, ირანსა და აშშ–ში საკუთარი ბიზნესის შეჩერებას"–განაცხადა ვარდანიანმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1269.html
| |||
განათავსა - Legatuss | 18 თებ. 2011, 14:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.