პედაგოგთა პროფკავშირს მასწავლებელთა სერტიფიკაციასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მეცნიერთა პედაგოგების თავისუფალ პროფკავშირს მასწავლებელთა სერტიფიკაციასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. როგორც 18 თებერვლის ბრიფინგზე პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განაცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში, რომელთა რეგისტრაციის ვადები 14 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით იყო დადგენილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფასოდ მხოლოდ 4 ათას მოქმედ პედაგოგს გადაამზადებს. პროფკავშირის სახელით კობახიძემ მოითხოვა, რომ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე საჯარო სკოლები დროულად იყვნენ ინფორმირებულნი პედაგოგთა შერჩევის კრიტერიუმებზე. „ასევე მოვითხოვთ რეგისტრაციის ღირებულების გაუქმებას, რომელიც 25 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა კობახიძემ. მას მიაჩნია, რომ გამოცდაზე გასვლის მსურველი პედაგოგები, მათი დაბალი ხელფასებიდან გამომდინარე, დაფინანსების თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. კობახიძემ განათლების სამინისტროს აღნიშნულ საკითხებში თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, პედაგოგთა პროფკავშირის განვითარება განათლების რეფორმის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1263.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 თებ. 2011, 12:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.