საქართველოს სადაზღვევო ბაზარი კრიზისშია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დაზღვევის სამოქალაქო მონიტორინგის ორგანიზაცია „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“ ამ სექტორის დღევანდელ მდგომარეობას აფასებს როგორც კრიზისულს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ჭრილშია საჭირო შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა. „შეუძლებელია სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ გარე და ტექნიკური ცვლილებებით, აუცილებელია ტენდერთა შედეგების გადახედვა, სისტემის შეცვლა პრინციპულად საკანონმდებლო დონეზე. დღეს აუცილებელია განისაზღვროს, რას უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი და ეფექტური სადაზღვევო სისტემა“, - აცხადებს ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. მისი თქმით, სადაზღვევო ბიზნესის განვითარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს. აუცილებელია სისტემურ დონეზე გავაანალიზოთ, რამ მიგვიყვანა დღევანდელ სიტუაციამდე, რადგან მომავალში შეცდომები ასეთივე შედეგებამდე მიგვიყვანს. „დღეისათვის მრავალი პრობლემა დაგროვდა, ნაკლოვანებებმა ერთდროულად იჩინა თავი, საზოგადოებას ბევრი შეკითხვა დაუგროვდა, აუცილებელია მათზე კომპეტენტური პასუხის გაცემა და ამ პროცესში სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა და სადაზღვევო კომპანიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებს გიგოლაშვილი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1261.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 თებ. 2011, 11:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.