ვაშაძემ და კლინტონმა საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს | მსოფლიოს ამბები | ||
საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი ურთიერთობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში შეხვედრაზე განიხილეს, იტყობინება “GHN“. შეხვედრაზე კლინტონთან და მის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან განიხილავდნენ თემებს, რომლებიც თბილისისა და ვაშინგტონის საერთო ინტერესებში შედის: ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში, ნატოსთან ურთიერთობა და რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა. „მოხარული ვარ, რომ კვლავ ვხვდები ჩემს კოლეგასა და მეგობარს სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი დიდი სურვილია, მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს საქართველოსთან, ჩვენ მოგვიწევს მრავალი თემის განხილვა, რადგან ორ ქვეყანას შორის მრავალი საერთო საქმე და ფასეულობა არსებობს“, - თქვა კლინტონმა შეხვედრის დაწყებამდე. როგორც, თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოსათვის აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნა დიდი პრივილეგიაა. „პოლიტიკური წელი ახალი დაწყებულია და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, სახელმწიფო მდივნისაგან გავიგო, რა მიმართულებით წავალთ წელს“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1259.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 თებ. 2011, 10:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.