თბილისში ჯაზმენ თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება | საქართველოს ამბები | ||
ცნობილი ქართველი ჯაზ-მუსიკოსის თამას ყურაშვილის ვარსკვლავი 19 თებერვალს თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება, იტყობინებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში. ვარსკვლავის გახსნა ჯაზმენის კონცერტის შემდეგ გაიმართება, რომელიც სამი სეტით შესვენების გარეშე ჩატარდება. „ეს საქართველოში პირველი ვარსკვლავი გახდება, რომელიც ჯაზ-მუსიკის წარმომადგენელს მიეძღვნება“, - ნათქვამია შეტყობინებაში. კონტრაბასისტ თამას ყურაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებულ მრავალ ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: პოლონეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში, ჩეხეთში. იგი არა ერთი ჯაზ-ფესტივალის ლაურეატია. ვირტუოზი ქართველი შემსრულებელი 1987 წლიდან მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ისეთი ცნობილ შემსრულებლებთან მუშაობდა, როგორებიცაა ჯონ ბერტი და სტივ ჯორდანი, ასევე მონაწილეობდა კონცერტებსა და ჯაზურ საღამოებში. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1257.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 თებ. 2011, 10:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.