ილიას სახ. უნივერსიტეტში საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა | საქართველოს ამბები | ||
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭოებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის პრეზენტაცია მოაწყეს. მას უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. როგორც კავკაზ-პრესს ილიას უნივერსიტეტში შეატყობინეს, პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ში 3-დღიან ინტენსიურ კურსებს და 4-კვირიან სტაჟირებას შტატის საკანონმდებლო ორგანოებსა და ქალაქის თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებში. მოცემული პროგრამის პრეზენტაციები სხვა უნივერსიტეტებსა და რეგიონებშიც გაიმართება. 2011 წლის შემოდგომის პროგრამისთვის 8 ქართველი ფინალისტი აირჩევა. პროგრამის მიზანია სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა მათი ცოდნის გაღრმავებაში ამერიკულ საკანონმდებლო სისტემაზე, ურთიერთობის გამყარება ამერიკულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთობლივი ძალებით საერთო პრობლემების მიხედვით პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1254.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 თებ. 2011, 15:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.