იაპონიის პარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვას გეგმავს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციის საკითხი რუსეთის მხრიდან შესაძლოა იაპონიის პარლამენტშიც იქნას განხილული, იტყობინება „GHN“. ამის შესახებ თქვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ საქართველოში იაპონიის ელჩთან მასიოში კამახარასთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის იაპონიის პარლამენტში განხილვის შესაძლებლობა. ეს ეხება ოკუპაციასთან დაკავშირებული ისეთივე რეზოლუციების მიღებას, რომლებიც მიღებულ იქნა ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ, და რომლის მიღებასაც აშშ-ც აპირებს“, - აღნიშნა მალაშხიამ და მიუთითა, რომ ქართული მხარე მზადაა ასევე განიხილოს იაპონური კუნძულების ოკუპაციის საკითხიც. მალაშხიამ აღნიშნა, რომ იაპონიის ელჩი ასევე გაეცნო ქართულ მიდგომას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „ეს ეხება პროექტს - ოკუპირებულ ტერიტორიებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას, რომელშიც გვსურს იაპონური მხარეც ჩავრთოთ“, - თქვა დეპუტატმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1250.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 თებ. 2011, 14:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.