სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ერთიანი საბაჟო სამსახურის შექმნა განიხილეს | საქართველოს ამბები | ||
16 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ერევანში ვიზიტის ფარგლებში სომხეთისა და საქართველოს მთავრობების მეთაურებმა განიხილეს ერთიანი სომხურ-ქართული საბაჟო სამსახურის შექმნა. როგორც პრეს-კონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა თქვა, 2011 წლის დასაწყისიდან სომხურ-ქართული საზღვრის გადაკვეთაზე ორივე ქვეყანაში კანონმდებლობების შეცვლასთან დაკავშირებით სირთულეები წარმოიშვა. ამგვარად, 1 იანვრიდან სომხეთში ძალაში შევიდა კანონი ავტოსამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის შემოსასვლელზე ავტომობილისტებმა უნდა შეიძინონ სადაზღვევო პოლისები უკვე საზღვარზე. მეორე მხრივ, საქართველოში 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით გადახდებს ტვირთის მქონე ავტომანქანებისათვის გზების შენახვის მიზნით. „ჩვენ შევთანხმდით საქართველოს პრემიერთან, ორგანიზაცია გავუწიოთ ამ ღონისძიებებს ისე, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის მოუხერხებლობები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა ტიგრან სარქისიანმა. ასევე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას პარიტეტის შენარჩუნების შესახებ ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით, და დაავალეს მინისტრებს, შესაბამისი წინადადებები მოამზადონ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საზღვრის საერთო მართვის პოლიტიკური თანხმობა უკვე მიღწეულია და ამ საკითხით სამუშაო ჯგუფები არიან დაკავებულნი. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი საზღვრის საერთო მართვას 2010 წლის 1 ივნისიდან შეუდგნენ, და გამოთქვა იმედი, რომ ეს საკითხი სომხეთთანაც გადაწყდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1245.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 თებ. 2011, 18:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.