სინოპტიკოსები საქართველოში დათბობას, ხოლო თბილისში - მცირე თოვლს გვპირდებიან | საქართველოს ამბები | ||
20 თებერვლიდან საქართველოს ჰაერის ტემპერატურა ორი გრადუსით აიწევს. ამის შესახებ კავკაზ-პრესს გარემოს ეროვნულ სააგენტოში შეატყობინეს. ამჟამად საქართველოს უმრავლეს რაიონში ტემპერატურა დღისით 5-6 გრადუსი სითბომდე მერყეობს, ხოლო ღამით დაახლოებით -2 გრადუსამდე. მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნებია, ღამით თერმომეტრი ადგილებში -20-ს აჩვენებს. თბილისში ამ ზამთარს თოვლი არ ყოფილა. სინოპტიკოსები თებერვლის ბოლო დღეებში მცირე თოვლს გვპირდებიან, თუმცა მიწას იგი არ დაფარავს. სამაგიეროდ საქართველოს სხვა ნაწილებში ნამდვილად თოვლიანი ზამთარი გრძელდება. ამჟამად ხულოს რაიონში (აჭარა) თოვლის საფარი 3.53 მეტრს აღწევს, რიკოთის უღელტეხილში (დასავლეთ საქართველო, იმერეთი) – 2.37 მეტრს, მესტიაში (სვანეთი, დასავლეთ საქართველო) – 44 სმ-ს, შოვის კურორტზე (დასავლეთ საქართველო, რაჭა) – 50 სმ-ს, ბაკურიანის ზამთრის საკურორტო დაბებში (აღმოსავლეთ საქართველო) - 60 სმ-ს და გუდაურში (აღმოსავლეთ საქართველო) – 65 სმ-ს. კახეთში თოვლის საფარის სიმაღლე პატარაა: ლაგოდეხში - 10 სმ, დედოფლისწყაროში - 12 სმ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1243.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 თებ. 2011, 15:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.