გლდანის ციხესთან გაიმართა აქცია საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების მოთხოვნით | საქართველოს ამბები | ||
„საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ მოუწოდებს საზოგადოებას, მსხარი დაუჭიროს მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „პატიმართა ფართო ამნისტიის შესახებ“. მოძრაობის წარმომადგენლებმა 16 თებერვალს გლდანის ციხესთან აქცია გამართეს. მათ მოუწოდეს პატიმართა ახლობლებს, მხარი დაუჭირონ მათ მიერ შემუშავებულ მოთხოვნას საყოველთაო ამნისტიის შესახებ, მოვიდნენ მოძრაობის ოფისში და მიმართვას ხელი მოაწერონ. დარიგდა სპეციალური მოწოდებებიც, რომლებშიც ნათქვამია, რომ „დადგა დრო, გავათავისუფლოთ პატიმრები საკონცენტრაციო ბანაკებიდან, რომლებსაც ხელისუფლებები გამოსასწორებელ დაწესებულებებს უწოდებენ“. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ისინი მსგავსი აქციების მოწყობას სხვა ციხეებთანაც აპირებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1242.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 თებ. 2011, 15:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.