ბურჯანაძე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნაში მონაწილეობას არ აპირებს | საქართველოს ამბები | ||
ნინო ბურჯანაძე არ აპირებს თანამშრომლობას ხელისუფლებებთან, რომლებიც „ქვეყნის ტერიტორიების“ 20%-ს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „ქვების გროვად“ მიიჩნევენ, და მისი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის განხილვაში, იუწყება “GHN“. „ჩვენმა მოძრაობამ ერთნახევარი წლის წინ ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების კონცეფცია შეიმუშავა. ამ კონცეფციაში ნათლადაა მითითებული, როგორი უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარება. ეს კონცეფცია ასევე ქვეყნის უსაფრთხოების გეგმას შეიცავს. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ იმ ხელისუფლებებთან, რომლებიც ქვეყნის 20%-ს „ქვების გროვად“ მიიჩნევენ და თვლიან, რომ ისინი მათთვის დაკარგულია“, - თქვა ბურჯანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაწყებულია ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებული კონსულტაციები. პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ მოუწოდა არასაპარლამენტო ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღოს ახალი კონცეფციის განხილვაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1241.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 თებ. 2011, 15:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.