10 რჩევა სამსახურის დამწყებთათვის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მათ, ვინც მხოლოდ ეხლა დაადგა მაღალ თანამდებობამდე გასავლელ რთულ გზას, უნდა იცოდნენ თუ როგორ გაიარონ შიდაორგანიზაციული ლაბირინთები. ქვემოთ წაროდგენილია რამოდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ როგორ მოიქცეთ ახალ სამსახურში, რისი გაკეთება უფრო საჭიროა და რისი არა, რათა უფრო იოლად გაუმკლავდეთ სამუშაოს და გზა გაიკვალოთ დაწინაურებისაკენ. 1. სამსახურში მიდით ხელმძღვანელზე და თანამშრომლებზე ოდნავ უფრო ადრე და წამოდით სამსახურიდან მათზე გვიან - დაიმახსოვრეთ, პირველი შთაბეჭდილება თქვენზე იქმნება სწორედ თქვენი ოფისში ყოფნის ინტენსიურობის მიხედვით. და თქვენ შეგაფასებენ სწორედ იმის მიხედვით თუ რამდენ დროს ატარებთ მათ თვალწინ. ყოველი დაგვიანება ძვირად დაგიჯდებათ, ისევე როგორც სამსახურიდან დროზე ადრე წასვლა. 2. არასოდეს, არსად, არავისთან არ ილაპარაკოთ რაიმე ცუდი არც ხელმძღვანელზე, არც თანამშრომელზე და არც ორგანიზაციაზე. მაშინაც კი, როდესაც ძალიან ნათლად ხედავთ ბზარებს - ჩავარდნები ყველგან არის და თქვენი ნათქვამი ყოველი უადგილო სიტყვა კი ბუმერანგივით შემოგიბრუნდებათ უკან. თუ რაიმე არ მოგწონთ, პირველ რიგში განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ზედამხედველთან და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, ყურადღების ღირსია თუ არა თქვენი აზრი. 3. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება სუბორდინაციას - დაიმახსოვრეთ, რომ ხელმძღვანელებს არ უყვართ, როდესაც მათ უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პირი მისი თანხმობის გარეშე ასრულებს სხვა მასზე უფრო მაღალი თანამდებობის პირის დავალებებს. თუკი ისე მოხდა, რომ თქვენ მიიღეთ ასეთი დავალება, აუცილებლად მოახსენეთ ამის შესახებ თქვენს უშუალო ხელმძღვანელს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის თვალში შესაძლოა მტრად გამოჩნდეთ. 4. ღიად გამოავლინეთ აქტიური ინტერესი იმ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო ხდება - კარგად დააკვირდით ყველას, ვინ როგორ რას აკეთებს, შეაწუხეთ ისინი კითხვებით, თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას სწორედ ამ გზით და არა სხვანაირად - გახსოვდეთ, რომ ხალხს მოსწონს როდესაც ვინმეს რამეს ასწავლიან, მთავარია საფრთხე არ იგრძნონ მათგან. ეს თქვენ ერთის მხრივ დაგეხმარებათ ხალხის უკეთ გაცნობაში, ხოლო მეორეს მხრივ საქმესაც უფრო კარგად და სწრაფად ისწავლით და შეგექმნებათ იმიჯი დაინტერესებული და სწრაფადმზარდი თანამშრომლისა. მთავარის კითხვებით არ შეაწუხოთ თქვენი უფროსი (ამან შესაძლოა გააღიზიანოს კოლეგები, ამას გამორჩეულად ყოფნის სურვილში ჩაგითვლიან), სხვებიც ძალიან არ შეაწუხოთ. 5. გამოიჩინეთ ინიციატივა - გახსოვდეთ, ყველას, ვინც გამოდის იდეებით, საუბრობს გზებზე, გამოხატავს მოქმედებებისთვის მზადყოფნას, აქვს მეტი შანსი დაიმსახურონ ნდობა, პატივისცემა და მხარდაჭერა კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. ასეთი ხალხი ბევრი არ არის, თქვენი მცდელობები მალევე გამოგარჩევენ თქვენ სხვებისგან და ხელმძღვანელობის მხრიდან მალე დაიმსახურებთ ყურადღებას. 6. ყოველთვის გამოთქვით თქვენი აზრი, როცა გეკითხებიან, რადგან თუ რამდენჯერმე თავს შეიკავებთ აზრის გამოთქმისაგან იმის შიშით რომ ის არც ისე ჭკვიანური იქნება, შეიძლება დასრულდეს იმით, რომ აღარასოდეს შეგეკითხებიან აზრს. გახსოვდეთ, გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ თქვენი აზრის გაუთვალისწინებლად, თუმცა რამით მაინც დაეხმარება მათ თქვენი აზრი. მთავარია, ბევრი არ ილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრს არ გეკითხებიან. პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ასეთი აქტიურობა გამოჩნდება მეტიჩრობად და თქვენი გამოთქმული აზრის მიმართ მეტი შენიშვნა და კრიტიკა წამოვა და საბოლოოდ გააღიზიანებს თქვენს კოლეგებს და ხელმძღვანელებს. 7. დავალებაზე მუშაობისას გაიარეთ კონსულტაციები რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, მათ შორის, უშუალო ხელმძღვანელთან. არ შეეცადოთ რამის გაკეთებას სრულიად დამოუკიდებლად, იმის შიშით, რომ ვინმესთან წარმატების გაზიარება არ მოგიხდეთ - დაიმახსოვრეთ, ასე უფრო მეტი შანსი გექნებათ საქმე უკეთესად გააკეთოთ, იქნება მეტი ჩართულობა და კოლეგების სურვილი დახმარებისა, და შედეგის შეფასების დროს ნაკლებად კრიტიკულები იქნებიან ისინი. მთავარია, ეს ყველაფერი კონსულტაციის სახეს ატარებდეს და არა პასუხისმგებლობის გადატანისა სხვაზე. 8. შეეცადეთ იხელმძღვანელოთ პრინციპით - როცა რამე გამოდის კარგად, ეს , პირველ რიგში, თქვენი კოლეგებისა და ხელმძღვანელის დამსახურებაა, ხოლო თუ რამე გამოდის არც ისე კარგად, ეს მთლიანად თქვენს კისერზეა. სამწუხაროდ, ხალხი ხშირად აფასებენ და იქცევიან სრულიად საპირისპიროდ, რაც უფრო ართულებს ურთიერთობებს, თვითონ იფუჭებენ სამუშაო განწყობას და უმცირდებათ სწავლისა და განვითარების სურვილი. 9. თუკი შეგიძლიათ, ყოველთვის შეეცადეთ მაქსიმალურად დაეხმაროთ კოლეგებს ხარისხიანად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები - გახსოვდეთ, თქვენი კოლეგების წარუმატებლობა არანაირად არ ზრდის თქვენი წარმატების შანსებს..სამაგიეროდ, თქვენც მიიღებთ ასეთივე მხარდაჭერას კოლეგების მხრიდანთქვენს საქმეში, და ეს გახდება საფუძველი აკეთოთ მეტი და უკეთესად, და ეს არის სწორედ ის, რის გამოც დაგაფასებენ უფროსები და კოლეგები. 10. საქმის კეთების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთდეტალებს - გახსოვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს თქვენი ხედვა გადაწყვეტილებაზე, საბოლოოდ დეტალების შესრულება გახდება თქვენი შეფასების საფუძველი. თქვენი ყველაზე პატარა შეცდომაც კი საუბრის თემა გახდება და ბევრი იტყვის, რომ თქვენ უყურადღებოდ აკეთებთ საქმეს, და თქვენი სამუშაო სავსეა ლაფსუსებით. კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე, თუმცა დასაწყისისთვის, ვფიქრობთ, ეს ათი რჩევა საკმარისია. შეეცადეთ დაიმახსოვროთ ეს რჩევები და გაითვალისწინოდ ისინი ყოველდღიურად და შედეგიც არ დააყოვნებს. გისურვებთ წარმატებებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_124.html
| |||
განათავსა - mariami | 09 ნოემ. 2010, 19:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.