მარნეულის რაიონში მგლებმა 50 ცხვარი დაგლიჯეს | საქართველოს ამბები | ||
გრძელდება მგლების თავდასხმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებზე. როგორც კავკაზ-პრესი იტყობინება, ამჯერად ცხვრების ფარას თავს დაესხნენ მარნეულის რაიონის სოფელ ლომტგორში. 16 თებერვლის ღამეს მგლებმა 50 ცხვარი დაგლიჯეს, რითაც ადგილობრივ ფერმერს რამდენიმე ათასი ლარის ზარალი მიაყენეს. ლომტგორის მაცხოვრებლები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მგლების განადგურების ნებართვას თხოვენ. საქართველოში მგლებზე ნადირობა და მათი მოკვლა აკრძალულია. გლეხებს მგლის მოკვლა მხოლოდ სიცოცხლისათვის საფრთხის შემთხვევაში შეუძლიათ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1239.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 თებ. 2011, 12:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.