აშშ ინტერნეტის თავისუფლების დაფინანსებას აპირებს | მსოფლიოს ამბები | ||
2011 წელს აშშ გამოყოფს 25 მლნ დოლარს იმ ინტერნეტ-მომხმარებელთა დასახმარებლად, რომლებზედაც გავლენას ახდენს ავტორიტარული რეჟიმები. ვაშინგტონში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მზადყოფნას, უზრუნველყოს ინტერნეტში დისკუსიათა სრული გახსნილობა, აცხადებს რადიო „თავისუფლება“. ადრე ამბობდნენ, რომ 2011 წელს აშშ გახსნის არხს სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსულ, ჩინურ ენებზე და ჰინდიზე. „გასულ კვირას ჩვენ შეტყობინებების გაგზავნა დავიწყეთ არაბულ ენაზე და ფარსიზე. კიდევ უფრო ადრე ჩვენ გავხსენით არხები ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ახლა ჩვენ იგივეს გავაკეთებთ ჩინურ, რუსულ ენებზე და ჰინდიზე. ეს საშუალებას მოგვცემს, შემოვიღოთ რეალურ დროში სრულფასოვანი ურთიერთობა ადამიანებთან იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებები Twitter-თან ხელმისაწვდომობას არ ბლოკავს“, - თქვა ჰ. კლინტონმა. მან აღნიშნა, რომ რიგი სახელმწიფოების ხელისუფლებები ინტერნეტ-ცენზურას იყენებენ. ასეთების რიცხვს სახელმწიფო მდივანმა მიაკუთვნა ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარი, სირია და ვიეტნამი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1237.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 თებ. 2011, 12:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.