საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა | საქართველოს ამბები | ||
დღეს საქართველოში ადგილობრივი დროით 12:57-ზე მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრში იტყობინებიან, მიწისძვრის ეპიცენტრი ბაღდათის (იმერეთის) სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში და სოფელ წაბლარასხევიდან 6 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგების ძალა 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა. შესაბამისად, ბიძგები იგრძნეს მხოლოდ ეპიცენტრთან ახლოს მყოფი სოფლების მაცხოვრებლებმა. როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, 19 იანვარს ვანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდგომი მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება და უახლოეს მომავალში მთელი რიგი სუსტი ბიძგებია მოსალოდნელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1233.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 თებ. 2011, 16:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.