საქართველოს ცნობილი მარკეტოლოგი მარტინ ლინდსტორმი ესტუმრება | საქართველოს ამბები | ||
International Training Centre ინიციატივით 13-14 დეკემბერს საქართველოს ესტუმრება მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი, ეროვნული ტრენერი და მრჩეველი ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით მარტინ ლინდსტორმი. იგი ვიზიტის ფარგლებში ჩაატარებს ლექციებსა და სემინარებს თემის ,,ნეირომარკეტინგი - ბრენდი და მარკეტინგის სტრატეგია" შესახებ. თრეინინგი ჩატარდება სასტუმროში ,,შერატონ მეტეხი პალასში", რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ნებისმერი კომპანიის წარმომადგენელს. თრეინინგი ჩატარდება ორი დღის განმავლობაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებას, ხოლო 13 დეკემბერს მოხდება თრეინინგ გავლილთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია. International Training Centre სემინარების გარდა ქართულ კომპანიებს სთავაზობს კიდევ ერთ უნიკალურ სერვის - კომპანიებს შეეძლებათ შეკვეთა მისცენ და მიიღონ ტრენერისაგან მათ კომპანიებზე გათვლილი ბიზნეს -კონსულტაცია. დანიელი მარკეტოლოგი მარტინ ლინდსტორმი არის მრჩეველი ისეთი ცნობილი კომპანიებისა როგორიცაა Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald`s, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვა. 2009 წელს გამომცემლობა ,,ტაიმსმა" იგი დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა რიცხვში. მარტინ ლინდსტორმი 12 წლის ასაკში უკვე ფლობდა საკუთარ სარეკლამო სააგენტოს, ხოლო შედეგად იგი გახდა ავტორი ისეთი ბესთსელერების როგორიცაა ,,Buyology" და ,,Brand Sense", რომლებიც ითარგმნა 40 ენაზე და გამოცემული იქნა მსოფლიოს 60 ქვეყანაში. ლინდსტორმის პირადი აუდიტორია დღეისათვის შეადგენს 1 მლნ. ადამიანს. https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_123.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 19:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.