ევროკომისიამ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს დადებითი შეფასება მისცა | ![]() | საქართველოს ამბები | |
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების დროს მე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავების გზები განვიხილეთ“, - აღნიშნა მან. როგორც რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, განვლილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ეს ადამიანია, რომელიც რეგიონთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და, თავისთავად, რეგიონალური განვითარების ნაწილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ იმ მიმართულებით, რომელსაც თვითმმართველობა ეწოდება. ევროპაში ამის გამოცდილება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა და ჩვენ მისი გამოყენება გვსურს“, - განაცხადა მინისტრმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1225.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 თებ. 2011, 12:07 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.