საქართველოში უნიკალური წიგნია აღმოჩენილი | საქართველოს ამბები | ||
სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლებმა უნიკალური წიგნი აღმოაჩინეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის პროკურორის მოადგილემ, საგამომძიებლო ნაწილის უფროსმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული წიგნი აღმოჩენილ იქნა ერთი საქმის გამოძიებისას, რომელიც სახელმწიფო ქონების მიტაცებას ეხებოდა. ესაა ხელოვნების ისტორია. წიგნში აღწერილია 3-19 საუკუნეების სხვადასხვა ისტორიული ძეგლები და მათი ფასადები, ასევე მართმადიდებლური და კათოლიკური ფრესკები. წიგნში ასევე 500-მდე ლიტოგრაფიული გრავიურაა წარმოდგენილი. სპეციალისტთა განცხადებით, უნიკალური წიგნი პარიზში დაიბეჭდა და 1823 წელს გამოვიდა. მათი განმარტებით, წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და გამორიცხული არაა, სულ რამდენიმე ეგზემპლარი არსებობდეს. წიგნი საკმაოდ არის დაზიანებული. მას რესტავრაციას გაუკეთებენ და ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1223.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 თებ. 2011, 12:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.