ქრისტიან–დემოკრატებმა კომუნალური გადასახადების მაღალი ტარიფი ისევ გააპროტესტეს | საქართველოს ამბები | ||
ქრისტიან–დემოკრატების მოძრაობის ლოდერებმა გაგუაძეების მარავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და კომუნალური გადასახადების მაღალი ტარიფი ისევ გააპროტესტეს. ლევან ვეფხვაძემ ბუნებრივი გაზის საფასურს "კაბალური" უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია "სოკართან" დადებული ხელშეკრულების 2020 წლამდე გაგრძელება დაუშვებელია, რადგან პროექტ "ნაბუკოს" ამოქმედების შემდეგ, გაზის ტრანზიტისთვის საქართველო მიიღებს ბუნებრივ აირის რაოდენობას, რაც აუცილებელია მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. პარლამენტსი ვიცე–სპიკერი 2001 წელს შახ–დენოზომში დადებული კონტრაქტის ამოქმედებას აუცილებლობად მიიჩნევს, რაც ვეფხვაძის განცხადებით, გაზის საფასურის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს. თავის მხრივ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ საქართველოში კომუნალურ მომსახურეობაზე არაადეკვატური ტარიფია და 20 ლარიანი ვაუჩერები მოსახლეობას მდგომარეობას ვერ შეუმსუბუქებს. გაგუაძების ოჯახს, რომელსაც ქრისტიან–დემოკრატები ესტუმრნენ, უკვე რამოდენიმე თვეა რაც გაზი გამორთული აქვთ. ოჯახს დავალიანების გადახდის საშუალება არ აქვს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1218.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 თებ. 2011, 17:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.