ვარშალომიძე აჭარაში მოლდოვის ინვეტიციების მოზიდვას ცდილობს | საქართველოს ამბები | ||
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე მოლდოვაში ვიზიტით იმყოფება. კავკაზ-პრესიის ცნობით, დელეგაციის მთავრი მიზანი არსებული თანამშრომლობის გაღმავება და მოლდოვეთიდან ინვესტიციების მოზიდვაა. კიშენევში ლევან ვარშალომიძე "ეარ მოლდოვას" ხელმძღვანელს შეხვდა და მასთან მოლდოვა-ბათუმის პირდაპირი რეისის შექმნის პერსპექტივები განიხილა. ვარშალომიძე პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატსაც შეხვდა და მასთან ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აჭარის დელეგაცია მოლდოვის ტურისტული სააგენოტოს გენერალურ დირექტორს ლუდმილა დუმიტრაშსა და "ეარ მოლდოვას" დირექტორს იულია სკორპას შეხვდა. ასევე, იქ ბათუმისა და მოლდოვის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია შედგა. აჭარის დელეგაციამ მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ღვინის სარდაფები "Milestii Mici" მოინახულა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1213.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 თებ. 2011, 15:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.