საქართველოში სტაბილურად იზრდება ქორწინებათა რაოდენობა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ნარჩუნდება ქორწინებათა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. როგორც სააგენტოში იტყობინებიან, ბოლო ნახევარი წლის მონაცემებით, საკუთარი ქორწინების ოფიციალურად დარეგისტრირების მსურველთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კერძოდ, 2005 წელს დარეგისტრირდა 18 141 ქორწინება, 2006-ში - 21 876, 2007-ში - 25 925, 2008-ში - 31 310, 2009-ში - 31 319, 2010-ში - 31464. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, საინფორმაციო-ანალიტიკური მმართველობის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ქორწინდებიან 20-25 წლის წყვილები. თითქმის იმავე ინტენსიურობით 20-25 წლის ქალბატონები ქორწინდებიან 25-30 წლის მამაკაცებზე. ხოლო 25-30 წლის ქალბატონები უფრო ხშირად ქორწინდებიან ამავე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე. სტატისტიკის თანახმად, 2010 წლის განმავლობაში ასევე გაიზარდა ქორწინებათა რაოდენობა იმ შემთხვევებში, როდესაც ქორწინდებიან უცხოელები. შარშან ასეთ ქორწინებათა რაოდენობამ 63 შეადგინა. უცხოელთა შორის ყველაზე პოპულარულია ქორწინების სახლები სიღნაღში და #1 თბილისში („კონკა“). დღეისათვის საქართველოში 6 ქორწინების სახლი მოქმედებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1211.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 თებ. 2011, 15:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.