საქართველომ და საუდის არაბეთმა პოლიტიკური კონსულტაციები ჩაატარეს | საქართველოს ამბები | ||
საუდის არაბეთში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა. ქართულ დელეგაციას სათავეში ედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან ერთად, საუდის არაბეთს წარუდგინეს ამომწურავი ინფორმაცია ეკონომიკურ რეფორმებსა და ინვესტიციების შესაძლებლობებზე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს საუდის არაბეთში ქართული დელეგაციის პირველი ვიზიტია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1210.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 თებ. 2011, 11:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.