ნანი ბრეგვაძე გიორგი ცაბაძის სახელობის კონკურსის ჟიურის ჩაუდგება სათავეში | საქართველოს ამბები | ||
გიორგი ცაბაძის სახელობის საესტრადო სიმღერის შემსრულებელთა კონკურსის ჟიურის სათავეში ჩაუდგება ნანი ბრეგვაძე. კონკურსი „არტ აკადემიის“ ინიციატივით ტარდება. მისი მიზანია მთელ საქართველოში მუსიკალურად დაჯილდოებული ახალგაზრდობის გამოვლენა. „არტ აკადემიის“ დამფუძნებლის ვალერიან შიუკაშვილის განცხადებით, გამოვლენილი ნიჭიერი მოზარდი აკადემიის მასტერ-კლასში ვოკალურ კურსს გაივლის. საესტრადო სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი 8 მარტს დაიწყება. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან მარინა ბერიძე, ვალერიან შიუკაშვილი, კახა ცაბაძე და ნეკა სებისკვერაძე. კონკურსის პირობებით მონაწილეებმა გიორგი ცაბაძის ერთ-ერთი სიმღერა უნდა შეასრულონ. კონკურსის სხვა დეტალებზე ცნობილი გახდება 14 თებერვალს პრეს-კონფერენციაზე.
http://www.apsny.ge/2011/soc/1297713694.php წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1205.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 თებ. 2011, 11:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.