საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი თვის განმავლობაში 67 578 000 დოლარით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 4 004 460 000 დოლარს შეადგენს. 2010 წლის ბოლოსათვის საგარეო ვალი 3 936 882 000 დოლარი გახლდათ. თვის განმავლობაში იგი 67 578 000 დოლარით გაიზარდა. საგარეო ვალის მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც გაიზარდა. 2010 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საგარეო ვალი 3 428 068 000 დოლარს შეადგენდა. ფინასნთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალის საერთო მოცულობიდან მრავალმხრივი კრედიტორებისადმი დავალიანება 2 911 680 000 დოლარს შეადგენს, ხოლო ორმხრივი კრედიტორებისადმი - 589 566 000 დოლარს. 2011 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო გარანტიის ქვეშ აღებული კრედიტების სიდიდე 3 515 000 დოლარს შეადგენს, ხოლო ევრობონდების დავალიანება - 500 მლნ დოლარს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1204.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 თებ. 2011, 10:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.