საქართველოსა და გერმანიის თანადაფინანსებით ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნება | საქართველოს ამბები | ||
ამის შესახებ ნათქვამია "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტის განმარტებით ბარათში. მასში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა ფინასური თანამშრომლობის სფეროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 2005 წელის 2 დეკემბერს ხელმოწერილი სამთავრობოთაშორისო შეთანხმებით საქართველოს მხრიდან ნაკისრის ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული შეთანხმებით, გათვალისწინებული იქნა გერმანიის მთავრობის მიერ თანადაფინანსების სახით საქართველოსთვის ჯავახეთში (ჯავახეთის ზეგანი) რამდენიმე დაცული ტერიტორიის შესაქმნელად 2.25 მილიონი ევროს (გრანტი) გამოიყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2006 წელის 3 თებერვალს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის "დაფინანსების შესახებ" ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც განსაზღვრავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ, ორგანიზებულ, ფინასურ და ტექნიკურ ასპექტებს. ამასთან, კანონპროექტი მიზნად ისახავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპების და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება. ასევე, ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნვესაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვანებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანზე ჭარბტენიანი, განსაკუთრებით - წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და ჰაბიტატების დაცვისა და აღდგენის, უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა. ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერების კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი წყლის ობიექტების (ტბების) ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება. ასევე, ხელი შეუწყოს ბუნებრივი და ადამიანის მერ სახეცვლილი გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბება. "ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1201.html
| |||
განათავსა - burdzgla77 | 14 თებ. 2011, 10:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.