კატარი საქართველოს ენერგეტიკის სექტორითაა დაინტერესებული | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
კატარელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციათა დაბანდებით არიან დაინტერესებულნი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 14 თებერვალს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, იუწყება „GHN“. „ბიზნესმენებმა კატარიდან შესაძლოა ინვესტიციები განახორციელონ ენერგეტიკის სფეროს რამდენიმე პროექტში. საუბარია ძალიან საინტერესო ინვესტიციებზე. კატარს მოსწონს ჩვენი საინვესტიციო კლიმატი და ჩვენ უკვე წარმოგვიდგინეს რამდენიმე წინადადება“, - თქვა კალანდაძემ. მისი თქმით, ეს საკითხები განხილული იქნება კატარში ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს, რომელიც 20 თებერვალს დაიწყება. დელეგაციას სათავეში ჩაუდგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ოფიციალური ცნობების თანახმად, მხარეები რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმების ხელისმოწერას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ეს კატარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის პირველი ვიზიტია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1199.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 თებ. 2011, 10:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.