საქართველოსა და საფრანგეთში სამთო-სათხილამურო სეზონი არ შედგა | ![]() | საქართველოს ამბები | |
მაგრამ ეს პროგნოზები არ გამართლდა, ვინაიდან ამ რაიონებისათვის უჩვეულოდ თბილმა ზამთარმა მოთხილამურეები თოვლის გარეშე დატოვა. აქ პირველი თოვლი მხოლოდ 2 თებერვალს წამოვიდა, მაგრამ, როგორც სასტუმროთა მფლობელები ამბობენ, ამან ვეღარ გამოასწორა ჩავარდნილი სამთო-სათხილამურო სეზონი, რადგან ტურისტთა ძირითადი ნაკადი საქართველოს ზამთრის დასვენების ცენტრებში 31 დეკემბრიდან და ძველ ახალ წლამდე ჩამოდის, იუწყება კავკასიის კვანძი. დაახლოებით ამავე სიტუაციაშია საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტები, წერს Pistehors.com. ექსპერტები ამ ზამთარს სათხილამურო დასვენების ისტორიაში უარესად ასახელებენ. ამჟამინდელი სეზონის მანძილზე პირენეებსა და ალპებში ძალიან ცოტა თოვლი იყო, ხოლო თებერვლის დასაწყისიდან მრავალ ადგილას, მათ შორის პოპულარულ კურორტ შამონიზე ზაფხულის ამინდია. აქ ტემპერატურა +20 გრადუსამდე ადის ცელსიუსით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1198.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 თებ. 2011, 10:16 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.